მომხსენებლები

Meet our speakers

mark

ფრენკ კრესინი

ამსტერდამის ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის – საზოგადოება Waag-ის – კვლევების დირექტორი

ფრენკ კრესინი არის ამსტერდამის ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის – საზოგადოება Waag-ის – კვლევების დირექტორი. განათლება და გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და ფილმების გადაღებაში აქვს. ამავდროულად, მისი მთავარი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საზოგადოებრივი მიზნებისთვის ტექნოლოგიების კვლევა, განვითარება და შეფასება. ფრენკმა საუძველი ჩაუყარა რამოდენიმე საერთაშორისო ინოვაციური პროგრამის შექმნას, როგორიცაა: Apps for Europe, City SDK, Digital Social Innovation, Hack the Brain და Making Sense. გარდა ამისა, ფრენკი არის ჰოლანდიის ინტერნეტის საზოგადოებისა და “მობილური ქალაქის” საბჭოს წევრი, და შემოქმედებითი ინდუსტრიების ფონდის მრჩეველი.

siennicka

ანა სიენიცკა

TechSoup ევროპა, ვიცე პრეზიდენტი, პოლონეთი

ამჟამად ანა პასუხისმგებელია TechSoup ევროპის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაზე, მანამდე კი სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების ფონდში მუშაობდა. ანა ასევე მუშაობდა საზოგადოებრივი სარგებლის საბჭოს იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელად და წარმოადგენდა პოლონეთის პრემიერ მინისტრის სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის წევრს.

lee

დევიდ ლი

დევიდ ლი არის მაგთიკომის – საქართველოში ყველაზე დიდი სატელეკომუნიკაციო  კომპანიის პრეზიდენტი. დევიდმა საქართველოში 2004 წელს, ვარდებისრევოლუციის შემდეგ, დაიწყო მოღვაწეობა. მანამდე იგი იყო მოსკოვის ფიქსირებული სატელეფონო ხაზების – Comstar-ის გენერალური დირექტორის მოადგილე დასინგაპურის სატელეკომუნიკაციო კომპანიის –  Cable and Wireless – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონალური დირექტორი.
სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში დევიდის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, 2008 წლიდან იგი ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისმმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეა. ამავდროულად, იგი არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ვიცე პრეზიდენტი.

sandor

სანდორ ლედერერი

სანდორ ლედერერი K-Monitor-ის – საჯარო ფინანსების სფეროში მომუშავე უნგრული ‘watchdog ორგანიზაციის’ – თანადამფუძნებელი და დირექტორია. სანდორი ფლობს კორვინუს უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) საერთაშორისო კვლევების მაგისტრის ხარისხს. K-Monitor დაფუძნდა კორუფციის თემაზე საზოგდოების ცნობიერების ასამაღლებლად და  გამჭვირვალე მმართველობის გასაუმჯობესებლად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიზნით. K-Monitor მუშაობს ტექნოლოგიურ პროექტებზე, ატარებს კვლევებს და ადვოკატირებას უწევს სამართლებრივ რეფორმებს. სანდორი გერმანიის მარშალის ფონდის კურსდამთავრებული და NewEurope100 challenger-ის მონაწილეა. ამჟამად იგი ჩართულია ევროკომისიის  ანტიკორუფციული ანგარიშის მომზადებაში, როგორც ადგილობრივი კორესპონდენტი.

kuliberda

ანა კულიბერდა

TransparenCEE

ამჟამად ანა მართავს TransparenCEE-ის საერთაშორისო პროექტს. მანამდე ანა NetSquared-ის და  Community Boost_r-ის პროგრამებზე მუშაობდა. გარდა ამისა, იგი ჩართული იყო თურქეთში Things-ის პროექტში. ანა ასევე ორგანიზებას უწევდა NetWtorek-ის შეხვედრებს ვარშავაში და ჩართული იყო სოციალურ ჰაკათონებში – SocHack.

ანამ დაამთავრა ვროცლავის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი; აქვს სამოქალაქო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი მუშაობდა პოლონეთის watchdog ორგანიზაციაში (Sieć Obywatelska), Sempre Avant-სა და U.G. Zastone-ში. ანა საჯარო ინფორმაციასთან (#OpenData) დაკავშირებული საკითხებით არის დაინტერესებული. ამჟამად იგი ბოსნია და ჰერცოგოვინაში, სარაევოში ცხოვრობს.

madejski

კრიშტოფ მადეისკი

ფონდი ePaństwo, პოლონეთი

კოორდინაციას უწევს პროექტს “Code for Poland”, სხვადასხვა ქსელებს, PublicData.gov.pl საიტს. 2011 წლიდან ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც აქტიურ ლობირებას უწევს საჯარო სივრცეში რეკლამების რეგულირებას.

lisovsky

იური ლისოვსკი

იური ლისოვსკი უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციას – Civil Network OPORA-ს წარმოადგენს და 2009 წლიდან კოორდინაციას უწევს არჩევნების დამკვირვებელთა ქსელს. არჩევნების დროს იგი კოორდინაციას უწევს 200 გრძელვადიანი და 1500 მოკლევადიანი (არჩევნების დღეს ჩართული) დამკვირვებლის საქმიანობას. გარდა ამისა, იგი მუშაობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების საკითხებზე და პასუხისმგებელია მონაცემთა შეგროვებაზე, გაფილტვრასა და ანალიზზე პარლამენტის მონიტორინგზე ორიენტირებული OPORA-ს პროექტების ფარგლებში. იური ლისოვსკი იმ მექანიზმებზე მუშაობს, რაც აქტივისტებს ეხმარება პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგისა და საარჩევნო პროცესის დაკვირვების პროცესში.

maia

მაია მიქაშავიძე

მაია მიქაშავიძე მასობრივი კომუნიკაციის ექსპერტი და განვითარების სფეროს პროფესიონალია. ამჟამად იგი საქართველოს საზოგადოებრივსაქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროფესორია. დაინტერესებულია ჟურნალისტიკისა დამასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლით პოლიტიკურ კომუნიკაციაში. მაია მიქაშავიძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთაინსტიტუტის  ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია და 2001-2009 წლებში პირველი დეკანისპოზიციას იკავებდა. მან დააარსა GIPA-ს სუდენტური რადიო, ფრონტლაინ საქართველოს კლუბი და, მოგვიანებით, მართვის აკადემია. მაიამიქაშავიძე ფლობს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის ხარისხს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთაინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს საჯარო ადმინისტრირებაში, და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიპლომს.

 

gazin

ანდრეი გაზინი

მონაცემთა ჟურნალისტი და ანალიტიკოსი (Texty.org.ua)

ანდრეი გაზინი ანალიტიკური და ინფოგრაფიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ყოველკვირეულ გაზეთებში – Korrespondent (2010-2014) და Novoe Vremya (2014-2015). ამჟამად მუშაობს მონაცემთა ჟურნალისტად და ანალიტიკოსად Texty.org.ua-ში. ასევე, ხელმძღვანელობს ბლოგს ინფოგრაფიკებისადა მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ, და ატარებს ტრენინგებს მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციაში ჟურნალისტებისა და არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ანდრეი გაზინის ინტერესის სფეროს წარმოადგენს:  მონაცემთა ვიზუალიზაცია, კომიკური წიგნები,ინფორმაციის საჯაროობა, მონაცემთა მოძიება და რუქებზე დატანა, მობილური აპლიკაციები (lifelog, quantified self) და სხვა.

jordovic

დუშან ჯორდოვიჩი

კვლევების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრი სერბეთში

დუშან ჯორდოვიჩი 2009 წლიდან საჯარო მოხსენებების ანგარიშვალებულების მიმართულებით მუშაობს. ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჯგუფთანერთად, მან დააფუძნა ფაქტ-მეტრი ორგანიზაცია Truth-o-meter სერბეთში და დაიწყო აქტიური ბრძოლა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაუმჯობესებისადა ანგარიშვალდებული ხელისუფლების შექმნისათვის.

90-იანი წლებიდან დუშანი პოლიტიკაში ჩაება. როგორც პოლიტიკური უნარ-ჩვევების ტრენერმა, მონაწილეობა მიიღო არაერთი სემინარის ორგანიზებაშიპოლიტიკოსების, საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის.

ამჟამად დუშანი პროექტის მენეჯერია კვლევების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრში.

anna

ანა ალბერტსი

Open Knowledge Foundation გერმანია

ანა ხელმძღვანელობს ევროკავშირის კვლევით პროექტს – OpenBudgets.eu. იგი ფლობს საერთაშორისო განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისხარისხს. ასევე მუშაობდა მონაცემებისა და გეოპილიტიკის ოფიცრად ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში. გარდა ამისა, ანა ჩართულიაბერლინის Peace Innovation Lab-ის ინოვაციურ სოციალურ პროექტებში.

 

bugai

იური ბუგაი

იური ბუგაი წარმოადგენს ელექტრონული შესყიდვების გუნდის ლიდერს  პროგრამაში – “გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯაროადმინისტრაცია და სერვისები”  (TAPAS).

იური უკრაინის სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის – ProZorro – ერთ-ერთი კოორდინატორია. 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის აპრილამდე იგიიკავებდა ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტს სახელმწიფო შესყიდვების რეგულირების სააგენტოში.კოორდინაციას უწევდა რეფორმის განხორციელებას სტრატეგიის შემუშავების, კოორდინაციის, ტექნიკური დახმარების გაწევის, ფონდებისმოძიების, ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის დამყარებისა და სხვა მიმართულებით.

 

rysiek

მიჰაი ანდრეი ვოჟნიაკი

მიჰაი ვოჟნიაკი არის კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და განათლების ექსპერტი მედიის სფეროში. იგიაქტივისტია და ადვოკატირებას უწევს უფასო პროგრამული უზრუნველყოფასა და ღია სტანდარტების დანერგვას განათლების სფეროში, საჯაროუწყებებსა და ბიზნესში.

2006-2012 წლებში, მიჰაი ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მობილური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში (BRAMA) მთავარიტექნოლოგიური ოფიცერი და სისტემის ადმინისტრატორი იყო.

2011 წლიდან ანდრეი Free and Open Source Software Foundation-ის გამგეობის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2012 წლიდან კი ფონდის პრეზიდენტია. გარდაამისა, იგი ვარშავის Hackerspace-ის დამფუძნებელი და სხვადასხვა ჰაკერული ჯგუფების აქტიური წევრია პოლონეთში და მის საზღრებს მიღმა. 2015წლიდან ჩართულია “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შესახებ ანგარიშგების” პროექტში, ტექნოლოგიის ექსპერტთა გუნდში.

czesiek

მიჰაი „ჩესიეკ“ ჩიჟევსკი

ჰაკერი, ტექნოლოგი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი, ენთუზიასტი უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებთან.

kasia

კაშია ზვოლაკ-სზვეჩოვიჩი

TechSoup

კაშია კომუნიკაციის სპეციალისტია და უძღვება TechSoup პოლონეთისა და TechSoup ევროპის ოფისების შიდა და გარე კომუნიკაციას. ღონისძიებაშიკაშია სოციალური მედიის საშუალებით ჩაერთვება.

eric

ერიკ ბარეტი

ერიკ ბარეტი წარმოშობით ჰიუსტონიდან, ტექსასის შტატიდან არის. ერიკი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა რუსეთსა და საფრანგეთში.საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა. 2008-2010 წლებში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს ციფრული ტექნოლოგიების ორგანიზატორი იყო,ხოლო 2010 წელს კავკასიის ღია რუკების (Open Maps Caucasus) გუნდს შეუერთდა. 2012 წელს ერიკ ბარეტმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიაკვა და Open Maps Caucasus არასამთავრობო ორგანიზაციად – JumpStart Georgia – გარდაქმნა. JumpStart Georgia საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი გულში ჩამწვდომიისტორიებით ცდილობს ნათელი მოჰფინოს რთულ საკითხებს, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ერიკი ამჟამად ქვეითთა უფლებების დამცველიადგილობრივი ასოციაციის “იარე ფეხით” საბჭოს წევრია.

ketvan

ქეთევან ვაშაკიძე

ევროპისფონდი

ქეთევან ვაშაკიძე ევროპის ფონდის პრეზიდენტია. ქეთევანი სხვადასხვა დროს მუშაობდა ლექტორის, კონსულტანტისა და მენეჯერის თანამდებობებზე მრავალმხრივ არასამთავრობოდა აკადემიურ დაწესებულებებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მიღებული აქვს აკადემიური ხარისხები საერთაშორისო განვითარებისა და საზოგადოებრივიგეოგრაფიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო, ედინბურგისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად ქეთევანი ნიუ იორკის უნივერსიტეტის, ლონდონის ეკონომიკისა დაპოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლისა და ევროპული ბიზნეს სკოლის – HEC Paris – მიერ ერთობლივად ორგანიზებულ გლობალური ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტროპროგარმაზე სწავლობს.

paata

პაატა გაფრინდაშვილი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

პაატა გაფრინდაშვილი 2016 წლის ივნისიდან საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორია. მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი GRASS 2012 წელს დაარსდა.დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე, პაატა გაფრინდაშვილი GRASS-ის დირექტორის მოადგილე და GRASS-ის მიერ 2013 წლის აპრილში დაარსებული საინფორმაციოანალიტიკური ონლაინ სერვისის – ფაქტ-მეტრის (FactCheck Georgia) მთავარი რედაქტორი იყო. 2009-2013 წლებში ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო გაეროში. 1994წლიდან, დიპლომატიურ საქმიანობაში ჩაბმის შემდეგ, პაატა გაფრინდაშვილი არაერთი საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილე იყო და ხელმძღვანელობდა საქართველოსდელეგაციას საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებზე.

kuba

ჯაკუბ გორნიცკი

ფონდი e-Państwo

მუშაობს მოქალაქეების, მედიისა და სხვა ორგანიზაციების ჩართულობაზე. ანგარიშობს და ფიქრობს სტრატეგიულად. მუშაობს პოლონეთში დასაზღვარგარეთ. ფონდამდე მუშაობდა ჟურნალისტებთან საქართველოში, განაში, თურქეთში, იემენსა და სხვა ქვეყნებში როგორც Sourcefabric-ის მენეჯერი.

natalia

ნათია მელაძე

ევროპის ფონდი

ნათია მელაძე ევროპის ფონდს 2016 წლის იანვრიდან შეუერთდა და მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინიციატივების განხორციელებაზე. ევროპის ფონდთანთანამშრომლობის დაწყებამდე, ნათიამ საინტერესო გამოცდილება შეიძინა პროექტის მენეჯმეტსა და მონიტორინგში სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობოორგანიზაციაში. ნათია სწავლობდა დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის საბაკალავრო ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფლობს St. John’s უნივერსიტეტისგლობალური განვითარებისა და სოციალური სამართლის მაგისტრის ხარისხს და, ასევე, დამთავრებული აქვს საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასაქართველოს უნივერსიტეტში.

fredrich

ფრიდრიხ ლინდბერგი

ფრიდრიხი არის კოდერი და მონაცემების ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ვებ ტექნოლოგიებზე ახალი ნარატივისა და საგამოძიებო ტექნიკებისათვის. ისარის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის (ICFJ) საერთაშორისო ჟურნალისტიკის  2014 წლის კურსდამთავრებული აფრიკის კოდით და Knight-Mozilla OpenNews-ის 2013 წლის კურსდამთავრებული შპიგელ ონლაინში. ფონდამდე, ის მონაწილეობდა სხვადსხვა პროექტებში ღია ცოდნის ფონდში (Open Knowledge Foundation), მათ შორის ღია ხარჯვის მიმართულებით, პლატფორმა, რომელიც ეხმარება მოქალაქეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მართონსაჯარო ფინანსები.

cosmin

კოსმინ პოჟორანუ

კომუნიკაციის სფეროში არსებული გამოცდილებით Funky Citizens-ში , კოსმინი არის რუმინეთში ფაქტების გადამამოწმებელი პირველი ინიციატივის, Factual.ro დამფუძნებელი.უფრო კონკრეტულად, ის დაკავებულია პროექტის მისიასთან კომუნიკაციით და დემოკრატიასთან დაკავშირებით კრიტიკული მნიშვნელობის საკითხების ახსნით. ისპასუხისმგებელია პროექტის ბრენგინგზე, ექსპერტთა კომიტეტის მართვასა და ყველა ტიპის კომუნიკაციაზე, რომელიც აქვს პროექტს.

paulina

პოლინა სობიეჟუკი

ტექსუპი

პოლინა მართავს ღია მონაცემების პროექტებს Apps4Warsaw. ის მუშაობს ტექსუპის პოლონეთის პროგრამის განვითარების შესაძლებლობებზე. ისთანამშრომლობს უკრაინელ პარტნიორებთან ტექსუპ ევროპის ღია მონაცემების პროგრამის განვითარებაზე. ტექსუპამდე, ის კოორდინაციას უწევდაპროფესიულ ა/ო პროექტს.

damir

დამირ დაუტოვიჩი

დემოკრატიული ტრანზიციის ცენტრი, მონტენეგრო

საინფორმატიო ტექნოლოგიების კოორდინატორი სხვადასხვა პროექტებზე, სადაც ცენტრი უწევს ადვოკატირებას უკეთესს მმართველობას პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებით,კამპანიებით და ინიციატივებით, ცნობიერების ამაღლებით, საჯარო ინსტიტუტებთან შეხვედრებისა და ღია მონაცემების შესახებ ცნობიერების ამაღლების მეშვეობით, ისევე როგორცმონტენეგროს პროგრესის მონიტორინგისა და ანალიზის საშუალებით.

georges

ჟორჟ ლ. ჟ. ლაბღეშ

ჟორჟს მოწონს პრობლემების მოგვარება, არის მეწარმე და ბალკანური  ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის დამფუძნებელი, სამოქალაქო ტექნოლოგიებისსფეროში: Open Data Kosovo (ODK). ორგანიზაცია მუშაობს ახალგაზრდებთან ციფრული უნარ-ჩვევების გაძლიერებისათვის, რომ აღმოიფხვრას უფლებრივიშეზღუდვები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ პრობლემების გადაჭრაში და სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საკუთარისამუშაო გამოცდილების გაზიარებით და დასაქმების შესაძლებლობებით. ჟორჟს მუდამ აქვს იდები, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიებს, კარგმმართველობას და სოციალურ ზეგავლენას.

nino

ნინო მაჭარაშვილი

მონაცემთა ჟურნალისტი და პროექტის კოორდინატორი, Jump Start

ნინო მუშაობს მონაცემთა ჟურნალისტად და პროექტის კოორდინატორად  Jump Start საქართველოში თითქმის 4 წლის განმავლობაში. მას მოწონს მუშაობასაგანმანათლებლო პროგრამებსა და არააქტიურ ვებ პროექტებზე. ნინო სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისმიმართლებით და ასევე აქვს ვორვიქის უნივერსიტეტის (University of Warwick) მაგისტრის ხარისხი კრეატიული და მედია საწარმოების სფეროში.

jan

იან ნიდოშპილი

ფონდი Stanczyk

იანი გამოირჩევა გლობალური აზროვნებით და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული ქმედებით. ის უძღვება პროექტს “გამჭვირვალე კრაკოვი” –przejrzystykrakow.pl და ადგილობრივ კომპონენტს პლატფორმაში – mojepanstwo.pl. იანი ადვოკატირებას უწევს საჯარო მონაცემების ღიაობასადგილობრივ თვითმმართველობებში და ცდილობს დამოკიდებულებებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას, რაც ცენტრალურდონეზე საკანონმდებლო ცვლილებებს არ საჭიროებს. ამასთანავე, იანი ადვოკატირებას უწევს საბიუჯეტო მონაცემების ვიზუალიზაციის, ღიაობისადა მოქალაქეებისთვის ხელსაყრელი ფორმით ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. იგი მუშაობს ადმინისტრაციული რაიონების რეფორმაზე“მომავლის რაიონების ფორუმის” ფარგლებში. ასევე, აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო სექტორში და სამოქალაქო მონიტორინგისორგანიზაციის  – Watchdog Polska – საამაყო წევრია.

dajanovi

დამირ დანოვიჩი

დამირს 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, როგორც სამოქალაქო აქტივისტს. იგი ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდული ორგანიზაციისდამფუძნებელია ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში. მუშაობს, როგორ მკვლევარი ფაქტ-მეტრის პროექტში – “Istinomjer”, და როგორც პროექტისკოორდინატორი პლატფორმაში – javnarasprava.ba, რომელიც ხელს უწყობს კანონმდებლობასთან დაკავშირებულ თემებზე პირდაპირიკომუნიკაციის გამართვას პარლამენტის წევრებსა და მოქალაქეებს შორის. დამირ დანოვიჩი ჩართულია Ruby on Rails პლატორმაში, რომელიცუზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების, ვებ სერვისებისა და ვებ გვერდების სტურქტურებზე ხელმისაწვდომობას, და მუშაობს ახალი გზებისმოძიებაზე, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების გამოყენებით ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში.

tijana

ტიანა ცვეტიჩანინი

Zašto ne

ტიანა ცვეტიჩანინი მუშაობს კვლევის კოორდინატორად სამოქალაქო ასოციაციაში “Zašto ne” სარაევოში, ფაქტ-მეტრის პროექტის – “Istinomjer” – ფარგლებში. მისი პროფესიული დააკადემიური ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ ანგარიშვალდებულებას, სამოქალაქო აქტივიზმს, მედია ანალიზს, პოსტ-კოლონიურ კველევებს, კვლევებს გენდერის თემაზე,ადამიანის უფლებებსა და ანტიმილიტარიზმზე.

giorgji

გიორგი ნასრაშვილი

გიორგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევრაზიის და კავკასიის კვლევების  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. დამთავრებული აქვს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურმეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. გიორგის აქვს როგორც არასამთავრობო, ისე მედია სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვადროს გავლილი აქვს ტრენინგები თემებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, პროექტების მენეჯმენტი და ა.შ.  გიორგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გუნდს 2014 წლის დეკემბერში შეუერთდა.